მეორე დღის რეფლექსია

    მეორე დღე - 30.03.2014 წელი


ტრენინგის მეორე დღე დაიწყო პირველ დღეს განხილული მასალის გახსენებით და შემდეგ გადავედით პირველი მოდულის მეოთხე აქტივობაზე - პროექტის პუბლიკაციის მომზადება. ვიდრე ჩვენი პროექტის პუბლიკაციაზე დავიწყებდით მუშაობას ტრენერის მითითებით გავეცანით ინტელის გზამკვლევში  მოცემული  პუბლიკაციების შაბლონებს. განვიხილეთ რამდენიმე შაბლონის მაგალითი, რის შემდეგაც გადმოვწერე   პუბლიკაციის შერჩეული ვარიანტი და შევუდექი ჩემი პროექტის მიხედვით პუბლიკაციის მომზადებას.  ამ სამუშაოების დასრულების შემდეგ ვისწავლეთ როგორ მოგვეძებნა   ტრენინგის მონაწილეთა ბლოგები და   კომენტარებით შევაფასეთ ერთმანეთის  პუბლიკაციები, შემდეგ კიდევ ერთხელ გადავხედეთ პორტფოლიოს გეგმებს გზამკვლევში და  შევაჯამეთ მოკლედ განხილული მოდული.

Комментариев нет:

Отправить комментарий