მესამე დღე - 06.04.2014  წელი
მესამე  დღე  დავიწყეთ  მეორე  დღის  მასალების  გამეორებით .  კიდევ  ერთხელ  გავიმეორეთ Word- ის  ის  იარაღები , რაც  პუბლიკაციების  მოსამზადებლად  დაგვჭირდა .  შემდეგ  გადავედით  ინტელის  ძირითადი  კურსის  მეორე  მოდულზე - სასწავლო  პროექტის  დაგეგმვა , ამ  ნაწილში  ვიმსჯელეთ  დაგეგმილი  პროექტების  მიზნებისა  და  ამოცანების  სწორად  განსაზღვის  მეთოდებზე , ვიმუშავეთ  პროექტის  თემის  შესაბამის  სტანდარტებზე  ეროვნული  სასწავლო  გეგმის  მიხედვით , შევიმუშავეთ  მიზნები , რომლებიც  შევიტანეთ  პროექტის  გეგმის  შაბლონში  და  შემდეგ  უკვე  გავეცანით  მიმართულების  მიმცემი  საკვანძო  კითხვების  მაგალითებს  ინტელის  გზამკვლევში , მათი  გარჩევის  შემდეგ  უკვე  ჩამოვაყალიბეთ  ყველამ  ინდივიდუალურად  ჩვენი  პროექტის  შესაბამისი  ზოგადი , შინაარსობრივი  და  თემატური  კითხვები  და  შევიტანეთ  პროექტის  გეგმის  შაბლონის  შესაბამის  გრაფაში , ამის  შმდეგ  ვისწავლეთ  თუ  როგორ  უნდა  გავაზიაროთ  ერთმანეთის  ნამუშევრები Drive- ში  ატვირთული .
Комментариев нет:
Отправить комментарий