პირველი დღე - 22.03. წელი 2014
ტრენინგი დაიწყო ურთიერთ გაცნობით.
ჩვენი ტრენერია ქალბატონი მაია ჯოხაძე. ტრენერმა ისაუბრა ინტელის პროექტებით
სწავლების ტრენინგის მიზანსა და სასწავლო პროცესში მისი გამოყენების მნიშვნელობაზე. შემდეგ ტრენერმა უკვე ჩვენი ელექტრონული ფოსტიდან გადაგვიყვანა ინტელის ვებ - გვერდზე, სადაც განთავსებული იყო სატრენინგო მასალა და დავიწყეთ პირველი მოდულის განხილვა. გავეცანით ინდივიდუალურად ინტელის სასწავლო კურსის შინაარს, ვისაუბრეთ მასწავლებლის როლზე სასწავლო პროექტის დაგეგმვაში, რომ პედაგოგი უნდა იყოს ძირითადი მიმართულების მიმცემი მოსწავლეთათვის და ფასილიტატორი, შემდეგ გავეცანით
პროექტის გეგმის შაბლონს. ინტელის
გზამკვლევში გავეცანით რამდენიმე პროექტის პორტფოლიოს და შემდეგ გავარჩიეთ 21 საუკუნის
უნარ - ჩვევები, რომელთა ჩამოყალიბებასა და განვითარებას ხელს უწყობს სწორედ პროექტებით
სწავლება.
Комментариев нет:
Отправить комментарий