მეშვიდე დღე - 26.04.2014 წელი
მეშვიდე დღე დაეთმო დიფერენცირებული სწავლების განხილვას და სხვადასხვა შესაძლებლობების მოსწავლეებისთვის პროექტზე მუშაობის დამხმარე მასალების შექმნას. დასაწყისში დავიყავით ჯგუფებად და ვიმსჯელეთ თუ როგორი საჭიროებების მქონე მოსწავლეებთან შეიძლებოდა გვქონოდა შეხება სწავლის პროცესის დროს, შემდეგ შევარჩიეთ თითოეულმა ერთი რომელიმე საჭიროების მქონე მოსწავლე და ინდუვიდუალურად შევქმენით მისთვის თვითშეფასების და პროექტზე მუშაობისას თვითრეგულირების დამხმარე მასალები. ეს მასალები განვათავსეთ პროექტის პორტფოლიოს შესაბამის საქაღალდეში, შემდეგ ვიმუშავეთ ბლოგის სხვადასხვა იარაღების გამოყენებასა და ბლოგში ცვლილებების შეტანის ხერხებზე. დღის ბოლოს შევაჯამეთ განხილული მოდული მოკლე დისკუსიით.
Комментариев нет:
Отправить комментарий