მეცხრე დღის რეფლექსია


მეცხრე დღე  03.05.2014 წელი



ტრენინგის მეცხრე დღე დაეთმო პროექტის გეგმის სრულყოფას, დეტალურად გავარჩიეთ კიდევ ერთხელ ჩვენი პროექტის გეგმაში შეტანილი მონაცემები და შემდეგ ვისწავლეთ ის ნაბიჯები, რითაც პროექტის ბლეგზე ატვირთვას შევძლებდით, ამის შემდეგ უკვე დამოუკიდებლად ავტვირთე ჩემი პროექტი ბლოგზე. ამ სამუშაოს დასრულების შემდეგ ტრენინგის ყველა მონაწილემ წარვადგინეთ მოკლედ ჩვენი პროექტები, ვისაუბრეთ მათი შინაარსის და მნიშვნელობის შესახებ, შემდეგ კიდევ ერთხელ გადავავლეთ თვალი ტრენინგის მასალას, თუ რაიმე საკითხის შესახებ გვსურდა დამატებითი ინფორმაცია გავესაუბრეთ ტრენერს, ამის შემდეგ კი შევაჯამეთ ტრენინგი.  
      ტრენინგის მნიშვნელობის დასაბუთება - განვლილ  ტრენინგზე განხილული ყველა მასალა ჩემთვის იყო ახალი, აქამდე არ მქონია ინფორმაცია ინტელის პროექტების და მისი განხორციელების გეგმების შესახებ, ტრენინგის მასალა იყო ჩემთვის ძალიან საჭირო და დროული, ეს ტრენინგი ძალიან დამეხმარება ჩემი სასწავლო პროექტების უფრო სრულყოფილად დაგეგმასა და შესრულებაში, რადგან ის აქტივობები, რასაც აქამდე ვაკეთებდი სკოლაში ამ ფორმატით არასოდეს დამიგეგმია, ტრენინგი იყო ძალიან საინტერესო,  ვისწავლე ბევრი ძალიან საჭირო მასალა, დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ქალბატონ მაია ჯოხაძეს თავისი არაჩვეულებრივი ადამიანობის გამო და ასევე №1 საჯარო სკოლის დირექციას ტრენინგისთვის ხელშემწყობი გარემოსათვის. 

მერვე დღის რეფლექსია

მერვე  დღე - 27.04.2014 წელი


მერვე დღეს დაეთმო  მოსწავლეთა თვითშეფასების ფორმის შედგენას, განვიხილეთ თემა მასწავლებელი, როგორც ფასილიტატორი. პროექტის ფასილიტაციის მასალების დამზადებას, დასაწყისში გავარჩიეთ თუ რა იგულისხმებოდა ფასილიტაციის მასალებში, შემდეგ  დავათვალიერე სხვადასხვა პროექტის ფასილიტაციის მასალები და მიღებული მონაცემების გათვალისწინებით შევქმენი ჩემი პროექტის შინაარსის შესაბამისი ფასილიტაციის მასალა  PowerPoint-პროგრამით. შემდეგ განვათავსეთ ფასილიტაციის მასალა პროექტის დამხმარე პორტფოლიოში და ბოლოს ეს მასალა ავტვირთეთ ბლოგზე.  ვიმუშავეთ ჩვენი პროექტის გეგმების დახვეწასა და  სრულყოფაზე და ამის შემდეგ შევაჯამეთ მოკლედ განხილული მოდული.

მეშვიდე დღის რეფლექსია

მეშვიდე დღე - 26.04.2014 წელი

        მეშვიდე დღე დაეთმო დიფერენცირებული სწავლების განხილვას და სხვადასხვა შესაძლებლობების მოსწავლეებისთვის პროექტზე მუშაობის დამხმარე მასალების შექმნას. დასაწყისში დავიყავით ჯგუფებად და ვიმსჯელეთ თუ როგორი საჭიროებების მქონე მოსწავლეებთან შეიძლებოდა გვქონოდა შეხება სწავლის პროცესის დროს, შემდეგ შევარჩიეთ თითოეულმა ერთი რომელიმე საჭიროების მქონე მოსწავლე და ინდუვიდუალურად შევქმენით მისთვის   თვითშეფასების და პროექტზე მუშაობისას თვითრეგულირების დამხმარე მასალები. ეს მასალები განვათავსეთ პროექტის პორტფოლიოს შესაბამის საქაღალდეში, შემდეგ ვიმუშავეთ ბლოგის სხვადასხვა იარაღების გამოყენებასა და ბლოგში ცვლილებების შეტანის ხერხებზე. დღის ბოლოს შევაჯამეთ განხილული მოდული მოკლე დისკუსიით.

მეექვსე დღის რეფლექსია

მეექვსე დღე - 17.04.2014   წელი

დღე დაეთმო მოსწავლეთა ნამუშევრების შეფასების ფორმებისა და ხერხების გარჩევას პროექტზე მუშაობისას, გავარჩიეთ განმავითარებელი შეფასების სხვადასხვა მეთოდები, ვიმსჯელეთ განმავითარებელი შფასების მნიშვნელობაზე მოსწავლის თვითრეგულაციისთვის და პრეოქტში მისი ჩართულობის მობილიზებისთვის, გავარჩიეთ ინტელის გზამკვლევში პროექტებში მოცემული შეფასების სხვდასხვა ფორმები და განხილული მასალის ყველა ასპექტის გათვალისწინებით შვქმენით შეფასების ფორმები ყველამ ინდივიდუალურად ჩვენი პროექტების გეგმების მიხედვით, ეს ფორმები განვათავსეთ პროექტის პორტფოლიოს შეფასებების საქაღალდეში. შემდეგ გადავხედეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომებს და ბოლოს მოვახდინეთ მოდულის მოკლე მიმოხილვა.

პროექტის პრეზენტაცია

მოსწავლის პრეზენტაცია

მეოთხე დღის რეფლექსია

მეოთხე დღე - 04.09.2014 წელი

ტრენინგის მეოთხე დღე დაეთმო პროექტის შეფასების ფორმების შემუშავებას და პროექტის პრეზენტაციის მომზადებას, რისთვისაც დასაწყისში გაევცანით ინტელის გზამკვლევში მოცემული პროექტების გეგმის შაბლონებში შეფასების მეთოდებს და ხერხებს, შემდეგ უკვე ჩემი პროექტის მიზნებიდან და შესასრულებელი აქტივობებიდან გამომდინარე შევიმუშავე შეფასების შესაბამისი ხერხები და მეთოდები პროექტის მიმდინარეობის ყველა ეტაპისთვის და გადავიტანე ჩემი პროექტის გეგმის შესაბამის გრაფაში, ამ სამუშაოს დასრულების შემდეგ, დაგვევალა მოგვემზადებინა პროექტის პრეზენტაციის პირველადი მონახაზი და ძირითადი ელემენტები, რისი მომზადების შემდეგაც ვიმუშავეთ პრეზენტაცის დახვეწაზე, ჩემი პროექტის შესაბამისი პრეზენტაციის მონახაზი მოვამზადე POWERPOINT-ის პროგრამის დახმარებით, ამის შემდეგ გავხსენი ჩემი ბლოგი და  პრეზენტაცია ავტვირთე ბლოგში. ამის შემდეგ მოკლედ გავიმეორეთ მოდული და შევაჯამეთ განვლილი დღე.